ირაკლი კობახიძე - აშშ-ის ელჩს ვთხოვდი, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ
ვთხოვდი აშშ-ის ელჩს, უფრო ღრმად ჩაიხედოს მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც ასეთ ქარდებს ამზადებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქარდებთან დაკავშირებით.
„ამასთან დაკავშირებით ძალიან ღრმა კომენტარს არ გავაკეთებ. სამწუხარო ის არის, რომ გუშინდელი, გუშინწინდელი ქარდები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, არასწორ ბრალდებებს. ეს ძალიან სამწუხაროა. დღევანდელი ქარდიც იყო აბსოლუტურად გაუგებარი, თუმცა ეს არის საელჩოს საქმე. მე ვთხოვდი ქალბატონ ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც ასეთ ქარდებს ამზადებენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც საელჩოს თანამშრომლები ამზადებენ სიცრუის შემცველ ქარდებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.