ირაკლი კობახიძე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდება.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მათივე განმარტებით, შეხვედრა ერთი კვირის წინ დაიგეგმა.
რობინ დანიგანთან, პაველ ჰერჩინსკისა და მარკ კლეიტონთან შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდება.