ირაკლი კობახიძე - აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, თუმცა ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება
აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით განუცხადა, რომელიც თელავში არასამთავრობო ორგანიზაციის, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი – მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით იმართება.
პრემიერის შეფასებით, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება.
„აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება“, – განაცხადა პრემიერმა.