საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლა კონსტრუქციული იქნება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარია, რომ დღეს პარლამენტში შედგეს საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დებატები.
„პირველ რიგში მოვისმენთ ანგარიშს და ამის საფუძველზე წარიმართება დებატები. ჩემთვის მთავარია, რომ შედგეს საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დებატი. ამ ხუთი წლის განმავლობაში უამრავი კითხვა დაგროვდა, რაც აინტერესებს საზოგადოებას. არის კითხვის ნიშნები, თუ რამდენად ასრულებდა პრეზიდენტი გამაერთიანებლის როლს. კითხვა იქნება შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, რაზეც კითხვები დაგროვდა საზოგადოებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს. პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება.