ირაკლი კობახიძე - არსებობს ასეთი გეგმა, სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია, რაც მეტი სამპროცენტიანი, ორპროცენტიანი, ერთპროცენტიანი პარტია იქნება შემდეგ არჩევნებზე, მით უკეთესი ჩვენთვის
ირაკლი კობახიძე - არსებობს ასეთი გეგმა, სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია, რაც მეტი სამპროცენტიანი, ორპროცენტიანი, ერთპროცენტიანი პარტია იქნება შემდეგ არჩევნებზე, მით უკეთესი ჩვენთვის

არასერიოზულია მიხეილ სააკაშვილის ქმედებები, არასერიოზულია სიმულიანტობიდან ისევ პოლიტიკაში დაბრუნება. რაც შეეხება მის განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ალიანსს, რომელიც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი.

„არსებობს ასეთი გეგმა: სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია. რაც მეტი სამპროცენტიანი, ორპროცენტიანი, ერთპროცენტიანი პარტია იქნება წარმოდგენილი შემდეგ არჩევნებზე, მით უკეთესი ჩვენთვის, მით მეტ ხმებს დაკარგავს ოპოზიცია მთლიანობაში და მით მეტი მანდატი წამოვა ჩვენკენ“, – განაცხადა კობახიძემ.