ირაკლი კობახიძე - არის ასეთი გამოთქმა, ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ, ამას ვიტყოდი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე
არის ასეთი გამოთქმა, ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე განაცხადა.
მისი თქმით, არეულობის მცდელობის მიუხედავად, არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიარა და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გამართვის ტრადიცია გრძელდება.
„ყველა ხედავდა, რომ არჩევნებმა ჩაიარა აბსოლუტურად სამართლიან გარემოში. იყო გარკევული მცდელობა, რომ მომხდარიყო არეულობა პროცესებში, თუმცა მთლიანობაში ყველა შესაბამისმა სუბიექტმა თავი გაართვა საკუთარ ფუნქციას, დაწყებული საარჩევნო ადმინისტრაციით დამთავრებული სამართალდამცავი უწყებებით და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში გრძელდება დემოკრატიული არჩევნების გამართვის ტრადიცია, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა. არის ასეთი გამოთქმა, ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ და ამას ვიტყოდი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.