ირაკლი კობახიძე - არჩილ ტატუნაშვილის სახელი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი
ირაკლი კობახიძე - არჩილ ტატუნაშვილის სახელი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს ექვსი წელი შესრულდა.

„მისი სახელი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა ყველა ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის.

ჩვენს საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი დროის გმირის ნათელ ხსოვნას.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი“, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.