ირაკლი კობახიძე - არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ
ირაკლი კობახიძე - არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩევნებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამომრჩეველს არჩევანის მშვიდად გაკეთების საშუალება უნდა მიეცეს, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო პროცედურებში მშვიდად მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს.

ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე არჩევნების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების მასშტაბი საკმაოდ დიდია, რადგან მთლიანობაში, არჩევნებში მონაწილეობას საქართველოში რეგისტრირებული 12 პროცენტი მიიღებს.

„08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. უბნების გახსნისას მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ, ამომრჩეველს მისცენ არჩევანის მშვიდად გაკეთების საშუალება, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას მისცენ, საარჩევნო პროცედურებში მშვიდად მონაწილეობის საშუალება. ეს არის ჩვენი მოწოდება. ჩვენს აქტივისტებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ.

არის გარკვეული საკითხი, რაც უკავშირდება ფოტოსურათიან სიებს, განვმარტავ, რომ ამ სიებით სარგებლობა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ წარმოადგენს დარღვევას. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა კობახიძემ.