ირაკლი კობახიძე - არავითარი ზღვარი არ არსებობს გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ისინი ერთობლიობაში შეადგენენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამიტომ, ხალხმა ყველას ერთად უნდა უთხრას უარი 26 ოქტომბერს
გახარიას პარტიას ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობასთან“ კოალიცია აქვს შექმნილი, ამაზე მჭიდრო კავშირი არ შეიძლება, პოლიტიკაში არსებობდეს ორ პარტიას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ეს პარტია ერთობლიობაში შეადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რასაც საზოგადოებამ უნდა უთხრას უარი 26 ოქტომბერს.
„ამ კავშირს არავითარი დამატებითი მტკიცებულება, პრინციპში, არ სჭირდებოდა – გახარიას პარტიას კოალიცია აქვს პირდაპირ შექმნილი „ნაცმოძრაობასთან“, ოთხ მუნიციპალიტეტში. ამაზე მჭიდრო კავშირი არ შეიძლება, პოლიტიკაში არსებობდეს ორ პარტიას შორის. თუმცა ის ფაქტი, რომ სიის მეორე ნომერი არის ადეიშვილის პროკურორი, ფაქტი, რომ სიის ათეულში ჰყავს თავის დროზე ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, მერაბიშვილის კადრი ჰყავს ათეულში და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს სინამდვილეში გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის. ყველა ეს პარტია ერთობლიობაში შეადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამიტომ საზოგადოებამ ყველას ერთად უნდა უთხრას უარი 26 ოქტომბერს“, – განაცხადა კობახიძემ.