ირაკლი კობახიძე - არასამთავრობოებთან გვაქვს მოცემულობა, ვერავინ გეტყვით რისთვის, საიდან იღებენ დაფინანსებას, ამ დროს ითხოვენ მეტ გამჭვირვალობას საჯარო მოხელეებისგან, ეს მეტყველებს მათ პოლიტიკურ მიზნებზე
წელს დაინიცირდა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, კოლექტიური გიგაურების გამჭვირვალობა და ამ კანონს დაარქვეს რუსული კანონი, დღეს ისინი ითხოვენ იმავეს საჯარო მოხელეებისგან, რასაც ასე აქტიურად გაურბოდნენ თავის დროზე, როდესაც რუსულ კანონად მონათლეს ამერიკული კანონი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, „ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ, სინამდვილეში, მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნები“.
„თვითონ არ უნდათ გამჭვირვალობა, თვითონ უნდათ, რომ მთლიანად ბუნდოვანი დარჩეს მათი ფინანსური საქმიანობა. დღეს ვერავინ ვერ გეტყვით საქართველოში იმას, თუ ვინ, რისთვის, საიდან იღებს დაფინანსებას, ეს არის სამწუხარო მოვლენა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი მოცემულობა და ამ დროს, როდესაც შენ თვითონ გაურბიხარ გამჭვირვალობას და ითხოვ მეტ გამჭვირვალობას საჯარო მოხელეებისგან, ეს, რა თქმა უნდა, მეტყველებს მათ პოლიტიკურ მიზნებზე, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ“, – განაცხადა კობახიძემ.