ირაკლი კობახიძე - სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება და ამ მხრივ არავითარი კონსულტაციები არ მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება.
კობახიძეს კითხვით მიმართეს, რა კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი შეიცვალოს.
„არავითარი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები ვიზიტის ფარგლებში. მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. არავითარი პერსონალური ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება. საერთოდ გეგმაში ასეთი რამ არ არის. ერთ, ორ, სამ წელიწადში თუ რამე ცვლილება მოხდება, ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არავითარი კონსულტაციები არ წარმოებს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს არის, რაც ძალიან მკაფიოდ შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.