ირაკლი კობახიძე - არახამია-გვარამია ერთი ძალაა, აქედან გამომდინარე, მათ შეხვედრას არავითარი ფასი არ აქვს
ირაკლი კობახიძე - არახამია-გვარამია ერთი ძალაა, აქედან გამომდინარე, მათ შეხვედრას არავითარი ფასი არ აქვს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით არახამია და  ნიკა გვარამია ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან და მათ შეხვედრას არავითარი ფასი არ აქვს.

„რეალურად, არახამია-გვარამია არიან ერთი ძალა, აბსოლუტურად ერთი ძალა. აქედან გამომდინარე, მათ შეხვედრას არავითარი ფასი არ აქვს. არიან ერთი გუნდის წარმომადგენლები და, შესაბამისად, შეხვდნენ ერთმანეთს. ბუნებრივია, ვერავითარი ფასი ვერ ექნება მათ შეხვედრას.

ამ ყველაფერს არავითარი ფასი არ აქვს არც ჩემთვის, არც საზოგადოებისთვის. ისედაც ვიცოდით, რომ ისინი არიან ერთად – სააკაშვილი-არახამია, გვარამიაც ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია. შესაბამისად, სიახლესაც კი ვერ დავარქმევთ იმ ფოტოს, რომელიც გამოქვეყნდა. ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, მათი საერთო ფოტო არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შესახებ პოსტი გუშინ გამოაქვეყნა.