ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, სალომე ზურაბიშვილმა იგივე გაიმეორა, შეგახსენებთ, კონკრეტული ადამიანები მას ეძახდნენ „სტრეკაზას“
ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, სალომე ზურაბიშვილმა იგივე გაიმეორა, შეგახსენებთ, კონკრეტული ადამიანები მას ეძახდნენ „სტრეკაზას“

არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, განაჩენი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძის დასაქნცირებასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს მტკიცებულებები სჭირდება.

„რაც შეეხება „ფეესბეს“ აგენტობას, როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ ქვეყნის სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება. შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და მტკიცებულებებით თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები.

არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი. სალომე ზურაბიშვილმაც პრაქტიკულად იგივე გაიმეორა, ვიღაცას ეძახის აგენტს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ „სტრეკაზას“. მტკიცებულება ხომ არის საჭირო, ვიღაცამ ხომ უნდა დაამტკიცოს, რომ კგბ-ს დოსიეში ეწერა? ვის უმალავენ, საზოგადოებას უმალავენ? არ არსებობს ასეთი მტკიცებულება. ადამიანს ვიღაც აგენტობას რომ დააბრალებს, შენ როცა სახელმწიფო ხარ და საუბარია შენი ქვეყნის მოქალაქეზე, ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები უნდა მოითხოვოს სახელმწიფომ და საზოგადოებამაც. ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში. საზოგადოებას ხომ არ შეიძლება, დაუმალო ეს ინფორმაცია, არასწორია. არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, განაჩენი. ამ სტანდარტზეა საუბარი, სხვა არაფერზე. ეს აღიზიანებს ოპოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.