ირაკლი კობახიძე - აქტუალურია რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი, გადაწყვეტილებებისთვის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაცია გვჭირდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოსთან დაკავშირებით საჭიროა აქტიური კონსულტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, რათა სათანადო გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.
მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.
„ამ შემთხვევაშიც გვჭირდება აქტიური კონსულტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან, რათა, საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.