ირაკლი კობახიძე - აქტიურად მუშაობა გაგრძელდება, რომ შესრულდეს ყველა პრიორიტეტი და, საბოლოო ჯამში, ევროკავშირთან გაიხსნას მოლაპარაკებები
ირაკლი კობახიძე - აქტიურად მუშაობა გაგრძელდება, რომ შესრულდეს ყველა პრიორიტეტი და, საბოლოო ჯამში, ევროკავშირთან გაიხსნას მოლაპარაკებები

ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის ცხრა პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ შესრულდეს ყველა პრიორიტეტი და საქართველო წინ წავიდეს ევროკავშირისკენ გზაზე.

„ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის კონკრეტული პუნქტები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ ცხრა პრიორიტეტთან. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი. ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა იყო. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, გაგრძელდება აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ შესრულდეს ყველა პრიორიტეტი, რომ, საბოლოო ჯამში, გაიხსნას მოლაპარაკებები“, – განაცხადა კობახიძემ.