ირაკლი კობახიძე - აქციების მთავარმა ორგანიზატორმა, „სირცხვილიამ“ დაამტკიცა, რომ არავითარი რუსული კანონი ეს არ არის, არ იწვევს არც სტიგმატიზაციასა და არ უწესებს ორგანიზაციებს შეზღუდვებს
აქციების მთავარმა ორგანიზატორმა, „სირცხვილიამ“ დაამტკიცა, რომ არავითარი რუსული კანონი ეს არ არის, არ იწვევს არც სტიგმატიზაციასა და არ უწესებს ორგანიზაციებს შეზღუდვებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „სირცხვილია“ სამი თვე უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ კანონი რუსულია და ქვეყანას სიცრუეში აცხოვრებდა.
„რუსული კანონი არის ცრუპენტელობა, რაც არაერთხელ გითხარით. ეს კანონი არის ქართული, ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – ეს არის გამჭვირვალობა და ისიც მინიმალური სტანდარტით. წელიწადში ერთხელ დეკლარაციები უნდა იყოს წარდგენილი. 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ შეიტანა განაცხადი. ესეც არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით იყო სრული ცრუპენტელობა, აბსოლუტური ცრუპენტელობა, რაც სირცხვილია.
რაც შეეხება ამ კანონს, აქციების მთავარმა ორგანიზატორმა, „სირცხვილიამაც“ დაამტკიცა, რომ ერთი – სირცხვილია თავად; და მეორე – დაადასტურა, რომ არავითარი რუსული კანონი ეს არ არის. დაადასტურა, რომ არც სტიგმატიზაციას არ იწვევს და არც რაიმე შეზღუდვებს არ უწესებს ორგანიზაციებს. თვითონ, მთავარმა ორგანიზატორმა. წარმოიდგინეთ, რამხელა სიყალბეში აცხოვრეს ეს ქვეყანა ორი თვის განმავლობაში. მთავარმა ორგანიზატორმა, „სირცხვილიამ“ დაადასტურა, რომ არც სტიგმატიზაციას არ იწვევს ეს კანონი და არც შეზღუდვებს არ აწესებს ორგანიზაციებისთვის. ეს სამარცხვინო ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „სირცხვილია“, სამი თვე უმტკიცებდა საზოგადოებას, ახალგაზრდებს და ძველგაზრდებს, რომ ეს კანონი იყო რუსული. აი ამხელა სიყალბეში აცხოვრეს სამი თვე ეს ქვეყანა“, – აღნიშნა კობახიძემ.