ირაკლი კობახიძე - აქცია თუ დაიგეგმება, პირველ რიგში, ეს იქნება გამარჯვების აქცია
ირაკლი კობახიძე - აქცია თუ დაიგეგმება, პირველ რიგში, ეს იქნება გამარჯვების აქცია

აქცია თუ დაიგეგმება, პირველ რიგში, ეს იქნება გამარჯვების აქცია, ორი ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს პარტიის წევრები ოზურგეთში ამომრჩევლებს შეხვდნენ და განიხილეს სხვადასხვა საკითხები.

„გვქონდა მსჯელობა, თუ რაიმე აქცია დაიგეგმება, ეს იქნება პირველ რიგში გამარჯვების აქცია. ორი ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენ უნდა აღვნიშნოთ და ასევე ეს იქნება სამობილიზაციო აქცია 30 ოქტომბრის მეორე ტურისთვის, ანუ ეს არის საარჩევნო ღონისძიება, თუ ასეთი დაიგეგმება. საბოლოო პოზიციას ამაზე ჩამოვაყალიბებთ და ამის შემდეგ გვექნება კოორდინაცია ყველა საარჩევნო შტაბთან“, – განაცხადა კობახიძემ.