ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პროექტისთვის ხაზარაძემ ვერცერთი სივრციდან ვერ მოახერხა ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის, შესაბამისად, ეს არის მისი პასუხისმგებლობა
მამუკა ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერცერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად, – ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
პრემიერის თქმით, რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შეეძლოთ, დაეინტერესებინათ კონკრეტული კომპანიები აღნიშნული მომგებიანი პროექტით, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
„რომ ყოფილიყო ინტერესი კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, მათ არ გაუჭირდებოდათ ინვესტორების ჩართვა ამ პროექტის განხორციელებაში. თუმცა მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა. ამაზე არ მინდა უფრო მეტი კომენტარის გაკეთება. რომ ყოფილიყო ინტერესი საქართველოში პორტის განვითარების კუთხით, არც ხაზარაძის კონსორციუმს არ უნდა გაჭირვებოდა, წესით, ინვესტორის მოზიდვა და ახლაც უნდა ჩართულიყო რომელიმე შესაბამისი კომპანია ამ ტენდერში, თუმცა სხვანაირად ხდება, სამწუხაროდ, ყველაფერი. ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერცერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად. შესაბამისად, ეს არის ხაზარაძის პასუხისმგებლობა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ანაკლიის პროექტი და ვერცერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა წლების განმავლობაში.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შეეძლოთ, დაეინტერესებინათ კონკრეტული კომპანიები ამ პროექტით, რომელიც არის მომგებიანი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. რაც შეეხება სანქციებს, მე მგონი, ეს არის სპეკულაციები. მეორე მხრივ, იგივე ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კონკრეტული ამერიკული კომპანიებიც კი არიან მინორიტარი მეწილეები ამ ჩინურ კომპანიაში. შესაბამისად, ეს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ცარიელ სპეკულაციასთან“, – აღნიშნა პრემიერმა.