ირაკლი კობახიძე - ხუთდღიანი შეხვედრის დროს ანა დოლიძემ მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან, ამ ერთიდან ნახევარი აუზზე იყო
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობაიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებას სერიოზულად ვერ მიიღებს.
ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.
მისი თქმით, ამ საკითხების განხილვას ხუთი დღე დაეთმო, საიდანაც ანა დოლიძე მხოლოდ ერთ შეხვედრაში მონაწილეობდა.
„ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ხუთი სრული დღე დავუთმეთ ჩვენ ამ საკითხების განხილვას, მათ შორის გვქონდა ორი ორდღიანი გასვლითი შეხვედრა. აბსოლუტურად ყველა მხარე იყო რეალურად ჩართული ამ შეხვედრებში გარდა, ანა დოლიძისა. ხუთი დღიდან, მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და ამ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე. ეს არის რეალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მის განცხადებას სერიოზულად ვერ მივიღებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.
ამასთან, ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ცვლილებები ადასტურებს, რომ ეს ცვლილებები არის სრული ფარსი.