ირაკლი კობახიძე - ამნისტიას მოლაპარაკებებთან კავშირი არ აქვს, კონკრეტული მუხლები გაწერილია კანონპროექტში და აქ ცვლილებები არ იქნება
ირაკლი კობახიძე - ამნისტიას მოლაპარაკებებთან კავშირი არ აქვს, კონკრეტული მუხლები გაწერილია კანონპროექტში და აქ ცვლილებები არ იქნება

ამნისტიას მოლაპარაკებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტია უკავშირდება კონკრეტულ მუხლებს, ეს მუხლები არის გაწერილი კანონპროექტში და აქ ცვლილებები არ იქნება.

„პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ, აქედან გამომდინარე ეს ვერ იქნება პოლიტიკური დისკუსიის საგანი. ამაზე არაერთხელ დაგვიფიქსირებია ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ამნისტიას მოლაპარაკებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამნისტია უკავშირდება კონკრეტულ მუხლებს, ეს მუხლები არის გაწერილი კანონპროექტში და აქ ცვლილებები არ იქნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დარეგისტრირდა.

პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.