ირაკლი კობახიძე - ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება, იმედი მაქვს, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში
ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება. იმედი მაქვს, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, მის მიერ გაკეთებული შეთავაზების შემდეგ რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო.
„როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს შევთავაზე, მონაწილეობა მიეღოთ საჯარო დისკუსიაში პირდაპირი ეთერის ფორმატში, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან დაიწყო ბულინგი ახალგაზრდების მიმართ. ამ პირობებში ვერცერთმა ჯგუფმა ვერ გარისკა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ჩემი შეთავაზება კვლავაც ძალაში რჩება და იმედი მაქვს, რომ ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში ამ კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.