ირაკლი კობახიძე - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისგან გვაქვს მაღალი მოლოდინი და დიდი იმედი, რომ ეს მაღალი მოლოდინი გამართლდება
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისგან გვაქვს მაღალი მოლოდინი და დიდი იმედი, რომ ეს მაღალი მოლოდინი გამართლდება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელი სამიტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, გასაგებ მიზეზთა გამო, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ჩართული ვიყავი საპარლამენტო პროცესებში, თუმცა ზოგადად, შემიძლია ავღნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის უმთავრესი პრიორიტეტი ევროინტეგრაცია. ამ კუთხით, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები წინსვლა. რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, გვაქვს მაღალი მოლოდინი და დიდი იმედი, რომ ეს მაღალი მოლოდინი გამართლდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.