ირაკლი კობახიძე - აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება
აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიაში უკვე დაიწყო ახალი პორტის მშენებლობა.
„აღსანიშნავია ანაკლიის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და შედეგები გვექნება, მაქსიმუმ, 2029 წლისთვის, თუმცა იმედია, ერთი წლით ადრე მოხდება პირველი გემების მიღება. ანაკლიაში გვაქვს ახალი სტადიონის პროექტი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.