ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად, კაპიტოლიუმში რომ შეიჭრან, ამას რა მოყვება?
ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, დღეს უწოდებენ პოლიტპატიმრებს, ისინი ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად, რადგან ცხადად დაირღვა კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით ექვსი თვის წინ პარლამენტში შეჭრის მცდელობა იხილეს.
„თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი რამ რომ მოხდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკის შეერტებულ შტატებში – კაპიტოლიუმში რომ შეიჭრან, ამას რა მოყვება? ამ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, დღეს უწოდებენ პოლიტპატიმრებს. ყველაფერი დღესავით ნათელია – ისინი ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად, რადგან ცხადად დაირღვა კანონი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.