ირაკლი კობახიძე - ზუგდიდში ოპოზიციამ ვინც უნდა დაასახელოს კანდიდატად, ყველა განწირული იქნება მარცხისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციაში იმდენად არეულობაა, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების დასახელებას ვერ ახერხებენ.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ერთ-ერთი ასეთია ზუგდიდი, რაც შიდა დაპირისპირების შედეგია.
„არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა საბოლოოდ პოზიციების შეჯერებას. არჩევნებში ვინც უნდა დაასახელონ, ყველა კანდიდატი განწირული იქნება მარცხისთვის, რადგან ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებს ძალიან დამაჯერებლად მოიგებს პირველივე ტურში. ამაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა კობახიძემ.