ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მეორე ტურებისთვის მზადება უკვე დაიწყო
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია მეორე ტურებისთვის ემზადება, მათ შორის უკვე დაიწყეს აგიტატორების მობილიზაცია.
„რაც შეეხება მეორე ტურებისთვის სამზადისს, ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას უკვე დაწყებული აქვს მზადება. კახეთიდან, ზუგდიდიდან, თბილისის ოლქებიდან მაქვს ასეთი ინფორმაცია, მათ აქ უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა, მათ შორის აგიტატორების მიბილიზაცია და აშ. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, უარს ამბობენ პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე.