ირაკლი კობახიძე - კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი, მერობის კანდიდატად კიდევ ერთხელ დასახელება მხოლოდ მის პოზიციაზეა დამოკიდებული
ირაკლი კობახიძე - კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი, მერობის კანდიდატად კიდევ ერთხელ დასახელება მხოლოდ მის პოზიციაზეა დამოკიდებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახა კალაძის მერობის კანდიდატად დასახელება მხოლოდ მის პოზიციაზეა დამოკიდებული.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი.

„თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ვითარდება და ლამაზდება ქალაქი. კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი. მე მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ 36 ათასივე წევრში არის ერთსულოვნება. რაც შეეხება კახა კალაძის კანდიდატობას, ეს მხოლოდ მასზე და მის პოზიციაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება კანდიდატების დასახელებას, ეს ხდება ხოლმე ორი-სამი თვით ადრე არჩევნებამდე. ჯერ არის დრო და ყველა კანდიდატი ერთად დასახელდება“, – განაცხადა კობახიძემ.