ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
„ძალიან მალე შედგება ეს შეხვედრა, ასე იყო შეთანხმებული. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა გაიმართება“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მასა და აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართება.