ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად მიუღებელია, როცა რადიკალური ოპოზიცია გერმანიის ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოდის
როცა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ უზრდელური განცხადებებით გერმანიის ელჩის მიმართ, აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ელჩების რეაქცია, ფაქტთან დაკავშირებით და ჩვენც, ბუნებრივია, გვაქვს ანალოგიური რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა.
„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.