ირაკლი კობახიძე - ამერიკული მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ პარალელური დათვლა იყო უპრობლემო, ორ დღეში ISFED-ს მოუწია გაყალბების აღიარება, რადგან მარტივი მათემატიკით კუთხეში მივაყენეთ
ირაკლი კობახიძე - ამერიკული მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ პარალელური დათვლა იყო უპრობლემო, ორ დღეში ISFED-ს მოუწია გაყალბების აღიარება, რადგან მარტივი მათემატიკით კუთხეში მივაყენეთ

ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან 9 დეკემბერს, მაშინ ამერიკული მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ pvt იყო უპრობლემო. ორ დღეში ISFED-ს მოუწია pvt-ის გაყალბების აღიარება, რადგან ჩვენ ისინი კუთხეში მივაყენეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე თავს იკავებს სახელი და გვარის დასახელებისგან, ვინ იგულისხმება ამერიკელ კოლეგაში.

„ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან 9 დეკემბერს და მაშინ იქიდან ითქვა, რომ მათ გადაამოწმეს ყველაფერი და ყველაფერი იყო წესრიგში, უბრალოდ ორგანიზაციაში იყო არაკომპეტენტურობის პრობლემა და ამიტომ ვერ ასაბუთებდნენ ამას. 9 დეკემბერს ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი იყო წესრიგში და 11 დეკემბერს ISFED-მა უკვე აღიარა ცდომილება, რომელიც იყო pvt-ში (ხმების პარალელური დათვლა). აქედან გამომდინარე, ჩნდება უკვე სერიოზული კითხვის ნიშნები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც ISFED-ს ესარჩლებოდეს და ამძაფრებდეს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ pvt გაყალბდა არა ISFED-ში, არამედ სხვაგან, სჯობს, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. დღეს თავს შევიკავებ სახელის და გვარის დასახელებისგან, თუმცა თუ იქნება ორმხრივი სურვილი, ჩვენ სახელს და გვარსაც დავასახელებთ, თუმცა 9 დეკემბერს იყო კონკრეტული შეხვედრა, რომელშიც ჩვენი ლიდერები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო შალვა პაპუაშვილიც. იქ, 9 დეკემბერს ცალსახად ითქვა ამერიკული მხრიდან, რომ pvt იყო უპრობლემო. ორ დღეში ISFED-ს მოუწია pvt-ის გაყალბების აღიარება მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ ისინი კუთხეში მივაყენეთ, მარტივი მათემატიკით დავამტკიცეთ, რომ pvt სიყალბე იყო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.