საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 თებერვალს მიემგზავრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრებს ერთი კვირის განმავლობაში გამართავს.
„დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები კონგრესში. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას უჭერენ მხარს“, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.