ირაკლი კობახიძე - 28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა ორმხრივ ურთიერთობებში
28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.
„28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ბუნებრივია, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.