ირაკლი კობახიძე - 204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე, ვულოცავ მთლიანად გუნდს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე
ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა – სამი ოქრო, სამი ვერცხლი, ერთი ბრინჯაოს მედალი, ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და მინდა, ეს დიდი წარმატება ყველას მოგილოცოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე და ეს არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი.
„ჩვენ არ შევკრებილვართ ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს ძალიან დიდი წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ ამ ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა – სამი ოქრო, სამი ვერცხლის მედალი, ერთი ბრინჯაოს მედალი. ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და მინდა, ეს დიდი წარმატება ყველას მოგილოცოთ. ასევე, დაფიქსირდა 24-ე ადგილი, რაც არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი. 204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვულოცავ თავად ოლიმპიელებს, მათ მწვრთნელებს, საექიმო პერსონალს და მთლიანად იმ გუნდს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.