ირაკლი კობახიძე - 2020 წელს მთლიანად საარჩევნო პროცესში ვიქნები ჩართული
2020 წელს მთლიანად საარჩევნო პროცესში ვიქნები ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება 2020 წელს, მე მთლიანად საარჩევნო პროცესში ვიქნები ჩართული. ჩემი პოზიცია როგორიც არ უნდა იყოს, მთლიანად ამ პროცესში ვიქნები ჩართული. თუ საუბარი იქნება რაიმეზე შორ პერსპექტივაში ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეიძლება კომენტარი გავაკეთო. რაც შეეხება 2020 წელს არჩევნების ჩათვლით, მე მთლიანად საარჩევნო პროცესში ვიქნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.