ირაკლი კობახიძე - 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ქვეყანაში ვითარება, განსაკუთრებით, დემოკრატიის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების ნაწილში, ეს ინდექსები სწორედ ამის გამოხატულებაა
2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ქვეყანაში ვითარება, განსაკუთრებით, დემოკრატიის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების ნაწილში და ეს ინდექსები არის სწორედ ამის გამოხატულება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანააა, ქვეყანა ყველა მიმართულებით უფრო განავითაროს.
„გახსოვთ ფეიკკამპანია, რომელიც იმართებოდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ამ წლების განმავლობაში საქართველოს 2012 წლიდან მოყოლებული ჰქონდა მუდმივი დემოკრატიული წინსვლა, რაც ამ ინდექსშიც აისახა. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, სიმართლე ყოველთვის იკვლევს ხოლმე საკუთარ გზას. გვაქვს დემოკრატიული წინსვლა, 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ქვეყანაში ვითარება, განსაკუთრებით, დემოკრატიის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების ნაწილში და ეს ინდექსები არის სწორედ ამის გამოხატულება. ჩვენი ამოცანაა, უფრო განვავითაროთ ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე აიწია და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის წევრ ორ და ნატო-ს წევრ ხუთ სახელმწიფოს“.