ირაკლი კობახიძე - 2012 წლის შემდეგ ერთ-ერთი მიღწევა, გამოძიების მაღალი სტანდარტია და ადამიანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში შეგდება მარტივად არ შეიძლება
იყო კონკრეტული სამართალდარღვევა, რასაც ჭირდება მკაცრი რეაგირება და ეს რეაგირება მალე გვექმება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი მიღწევა სწორედ გამოძიების მაღალი სტანდარტია.
„დროის საქმეა და უახლოეს მომავალში ეს ყველაფრი მოხდება. იყო კონკრეტული სამართალდარღვევა, რასაც სჭირდება მკაცრი რეაგირება და ეს რეაგირება მალე გვექმება. ერთ-ერთი, რაც არის მიღწევა 2012 წლის შემდეგ, გამოძიების მაღალი სტანდარტია და მარტივად არ შეიძლება ადამიანის შეგდება წინასწარი მოთავსების იზოლატორში. საუბრია მარნეულზე, ბოლნისზე და თბილისის ინციდენტებზე. სამივე შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. ინციდენტის დროს დაშავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.
ბოლნისის სოფელ ნახადურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.