ირაკლი კობახიძე - 20 ივნისს 200 „ნაციონალის“ შეკრება პრობლემა არ არის, შეგვიძლია, ყველა სათითაოდ დავთვალოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს კანონი არ კრძალავს.
„თუმცა, მთავარი ისაა, რომ 200 „ნაციონალის“ შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. შესაბამისად, შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 „ნაციონალი“, შეგვიძლია, ყველა სათითაოდ დავთვალოთ. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ალბათ, ისინი გარკვეულ სოციალურ დისტანციას დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია დავთვალოთ 200 „ნაციონალის“, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბება“,- განაცხადა კობახიძემ.