ირაკლი კობახიძე 19 აპრილიდან ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, 19 აპრილიდან ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახუში დაუდასტურეს.
ბრიუსელში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის მაღალი დონის შეხვედრები.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 აპრილს გაემგზავრა.