ირაკლი კობახიძე 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიშს 4 ივლისს წარადგენს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე პარლამენტში პრესკონფერენციას 4 ივლისს გამართავს.
საკანონმდებლო ორგანოში პრესკონფერენცია 4 ივლისს, 10:00 საათზე გაიმართება.
უმრავლესობის ლიდერი პრესკონფერენციაზე ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიშს წარადგენს.