ირაკლი კირცხალია - ზურაბიშვილმა გუშინ განგვიცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად უნდა აქციოს, არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე პრეზიდენტის სასახლე დაბრენდოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მათმა ლიბისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გაყალბება გამორიცხულია და ამ კუთხით ზედმეტი მტკიცება საჭირო არ არის.
კირცხალიას თქმით, სწორედ ამიტომ ხდება წინასწარ არჩევნების დისკრედიტაცია.
„დიდი ხანია, ზურაბიშვილი კონსტიტუციის ჩარჩოდან გავიდა და მისი ნებისმიერი განცხადება არაკონსტიტუციურია. ქალბატონი სალომე დიდი ხანია, იქცა მხარედ – „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლიდერად, ვისი ხელდასმითაც ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა. კონსტიტუციის დარღვევასთან და პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვასთან ერთად, გუშინ განგვიცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად უნდა აქციოს. არ გამოვრიცხავთ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე დაბრენდოს. არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ ქვეყნის შიგნით საარჩევნო კამპანია აწარმოონ და უცხოელ პატრონებსა და ლობისტებზე არიან მიბმული“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება“.