ირაკლი კირცხალია - ლეგიტიმური ეჭვი გვიჩნდება არამარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო სააკაშვილის შეწყალება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საზღვრის უკანონო კვეთისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მიხეილ სააკაშვილისთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, ვინაიდან ამ სასჯელს შთანთქავს ის სასჯელი, რომლის მოხდაც უკვე დაწყებული აქვს.
მისივე თქმით, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ არსებობდა გარიგება, რომ უნდა მომხდარიყო ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება.
„ნამდვილად ვერ ვხვდები, რა პრობლემას ხედავენ ამ განაჩენში, პირიქით, რა სასჯელსაც იხდის, რეალურად, ეს სასჯელი შთანთქავს საზღვრის უკანონო კვეთის სასჯელს. ერთადერთი, რისი ლეგიტიმური ეჭვიც გვიჩნდება არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შეწყალება და ალბათ ეს ჩაეყარათ წყალში“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.