ირაკლი კირცხალია - გახარიას ან ხაზარაძეს არავინ ეკითხება, ეს პროცესი როგორ უნდა დამთავრდეს, მათ მიმართ რა დავალებაც არის, ის აღსრულდება
გახარიას ან ხაზარაძეს არავინ ეკითხება, ეს პროცესი როგორ უნდა დამთავრდეს, მათ მიმართ რა დავალებაც არის, ის აღსრულდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო სამი დღეა, უნიჭო სპექტაკლის პირველ მოქმედებას ვუყურებთ.
„უნიჭო სპექტაკლის გაგრძელებას ვხედავთ. ვინ ეკითხება რაიმეს გახარიას, ხაზარაძეს ან მათ კოორდინატორს, რომელსაც მათი გაერთიანება დაავალეს. ეს სპექტაკლი ორ მოქმედებად არის გაყოფილი. ამ უნიჭო სპექტაკლის პირველ მოქმედებას, ბოლო სამი დღეა, ვუყურებთ, მათი ჭკუით თავიანთი პარტიებისთვის ფასის აწევა უნდათ. დამერწმუნეთ, მათ არავინ ეკითხებათ, ეს პროცესი როგორ უნდა დამთავრდეს. მათ მიმართ რა დავალებაც არის, ის აღსრულდება“, – აღნიშნა კირცხალიამ.