ირაკლი კირცხალია - დავალება როცა მოდის, ხაზარაძეს, გახარიას და მათ კოორდინატორ ზურაბიშვილს არავინ არაფერს ეკითხება, საზოგადოება უნიჭო სპექტაკლის ყურებით დაიღალა
გახარია ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში არ ვიქნებიო? რამდენი საკრებულო დაგისახელოთ, სადაც პირდაპირ ალიანსში არიან? თავიანთი ამომრჩეველი ვინ ჰგონიათ, ასეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებენ? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, დავალება როცა მოდის, მამუკა ხაზარაძეს, გიორგი გახარიას და მათ კოორდინატორ სალომე ზურაბიშვილს არავინ არაფერს ეკითხება.
„დავალება მიღებულია, სალომეს ჩაშლილი აქვს, როგორი დავალებაცაა, ის უნდა შესრულდეს. საზოგადოება რამდენიმედღიანი უნიჭო სპექტაკლის ყურებით დაიღალა. დღის წესრიგიც კი ვერ შექმნეს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.