ირაკლი კირცხალია - დარჩო ხეჩუაშვილი რთველზე და დროის სატარებლად არ არის ჩამოსული, დესტრუქციული მიზნებით შემოდიოდა
დარწმუნებული ვარ, საქართველოში რთველზე არ იყო ჩამოსული ეს ადამიანი, რომელსაც 18 წელი აქვს მისჯილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებასთან განაცხადა.
მისი თქმით, ის დესტრუქციული მიზნებით ჩამოვიდა.
„ვიცით, რა დანაშაული აქვს ჩადენილი. საგამოძიებო უწყებები უფრო ზუსტად გასცემენ პასუხს. პასუხი უკვე ნათელია, ისევ დესტრუქციის შემოსატანად შემოვიდა. ოპოზიცია ამბობდა, პრემიერ-მინისტრი გვემუქრებაო, მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა და ვის აკავებენ საზღვარზე? ადამიანს, რომელსაც 18 წელი აქვს მისჯილი. ეს ადამიანი რთველზე და დროის სატარებლად არ არის ჩამოსული. ჩამოდიოდა დესტრუქციული მიზნებით“, – აღნიშნა კირცხალიამ.
შსს-მ 2016 წელს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დააკავა. ის თურქეთის რესპუბლიკიდან შემოდიოდა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა.