ირაკლი ხვადაგიანი - მირჩევნია, დარჩენილი ექვსი დღე პატიმრობაში მოვიხადო, ვიდრე გათავისუფლების ფურცელზე ლევან მურუსიძის გვარი იყოს
მირჩევნია, დარჩენილი ექვსი დღე პატიმრობაში მოვიხადო, ვიდრე გათავისუფლების ფურცელზე ლევან მურუსიძის გვარი იყოს, – ამის შესახებ 20 ივნისს, აქციაზე დაკავებულმა ირაკლი ხვადაგიანმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებულთა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. საჩივრებს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავს.
ირაკლი ხვადაგიანმა დაკავების გარემოებებზე არ ისაუბრა. სხდომაზე დამატებით მოწმედ დაკავებულის ძმა შემოიყვანეს.
სასამართლო განხილვა ამ დრომდე გრძელდება.
უცნობია, ჯამში რამდენი პირის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა იგეგმება დღეს.
სხდომებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებიან. როგორც ცნობილია 305 ადმინისტაციული წესით დაკავებულიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.