ირაკლი ხმალაძე - სამგორის გამგებლის გადადგომა ერთობლივი კონსულტაციების შედეგია
ირაკლი ხმალაძე - სამგორის გამგებლის გადადგომა ერთობლივი კონსულტაციების შედეგია

მერიაში გამგეობების მუშაობის კვარტალური შედეგების განხილვისას, სამგორის გამგეობის მნიშვნელოვანი ჩამორჩენა გამოიკვეთა, -ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ სამგორის გამგებლის, დავით კერესელიძის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტირების დროს განაცხადა.

„გადაწყვეტილება ერთობლივი კონსულტაციების შედეგად  მივიღეთ. რამდენიმე დღეა მერიაში გამგეობების მუშაობის კვარტალური შედეგები განიხილება, სადაც სამგორის გამგეობის მნიშვნელოვანი ჩამორჩენა გამოიკვეთა. ჩვენ გვჭირდება განვითარების მაღალი ტემპი, შესრულების მაღალი მაჩვენებლები, მაგრამ  ბატონ დავითს ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ შეუწყო ხელი. სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს დავაკმაყოფილეთ მისი განცხადება“, – განაცხადა მან.

სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დღეს დატოვა. დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე დააკმაყოფილა.