ირაკლი ღლონტი - მომწონს ჩემი თანამებრძოლის, ლევან ხაბეიშვილის გაცხადებული ფიქრები, თუ მიხეილ სააკაშვილი დიდხანს ეყოლებათ მძევლად, ავიყვანოთ მძევლად ივანიშვილი
ირაკლი ღლონტი - მომწონს ჩემი თანამებრძოლის, ლევან ხაბეიშვილის გაცხადებული ფიქრები, თუ მიხეილ სააკაშვილი დიდხანს ეყოლებათ მძევლად, ავიყვანოთ მძევლად ივანიშვილი

მომწონს ჩემი თანამებრძოლისა და ძმის, ლევან ხაბეიშვილის აქ გაცხადებული ფიქრები, თუ მიხეილ სააკაშვილი დიდხანს ეყოლებათ მძევლად, ავიყვანოთ მძევლად ივანიშვილი, ავიყვანოთ, დავატყვეოთ ივანიშვილი, დავატყვეოთ, რადგან ატყვევებს საქართველოს, – ამის შესახებ რუსთავის ციხესთან გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ღლონტმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღლონტმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ ქართველმა ხალხმა ცხოვრება და ფიქრი დაიყო რუსეთის გარეშე.

„ბატონო პრეზიდენტო და ჩემო სისხლო და ხორცო, ჩემო ქართველო ხალხო, გაჭირვების მეტი რა გვინახავს ქართველ ხალხს, მათ შორის ჩემს თაობას, რომელსაც საშველი მიშას მოგვცა. მოგვცა საშუალება, ცხოვრება და ფიქრი დაგვეწყო რუსეთის გარეშე. ეს კაცი მძევალია დღეს ოლიგარქის. მინდა გამოგიტყდეთ, ცხოვრებაში პირველად, გუშინ საღამოს წამიერად გამიელვა გონებაში, ხომ არ წავსულიყავი ჩემს გოგონებთან, შვილებთან ერთად რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში. მიშა შემრცხვა, შენი შემრცხვა, თქვენი შემრცხვა, რომ მე არ მაქვს უფლება, მივაგდო სამშობლო. მე უნდა ვიბრძოლო, უნდა დავრჩე თქვენთან ერთად, რომ სააკაშვილი იყოს თავისუფლებაზე, რომ არც ერთი ქართველი არ იყოს ივანიშვილის და კრემლის პოლიტიკური პატიმარი,. მე ამას გავაკეთებ ჩემს ძმებთან და სხვებთან ერთად, რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ხალხთან ახლოს. მიშა მადლობა, რომ სიტყვა შეასრულე, ახლა ჩვენ შევასრულებთ სიტყვას და შენ ძალიან მალე იქნება თავისუფლებაზე. თუ ამას დიდხანს ხელს შეუშლის ოლიგარქის რეჟიმი, მომწონს ჩემი თანამებრძოლისა და ძმის ლევან ხაბეიშვილის აქ გაცხადებული ფიქრები, თუ შენ დიდხანს ეყოლები მძევლად, ქართველო ხალხო, ავიყვანოთ მძევლად ივანიშვილი, ავიყვანოთ დავატყვეოთ ივანიშვილი, დავატყვეოთ, რადგან ატყვევებს საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.