ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს, აბდულა არიპოვს სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, აბდულა არიპოვს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრების პატივსაცემად სადილი მთაწმინდაზე გაიმართა.
პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირები არაფორმალურ გარემოში განიხილეს.