ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტთან იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო.