ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ ოთხი და მეტი შვილის დედებს სიტყვით მიმართვისას სამხედრო სამსახურში ქალბატონების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მრავალშვილიან დედებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობის სიგელები, სასაჩუქრე ბარათები და ყვავილების თაიგულები გადასცა.